Friday, May 1, 2009

"დედიკო მიყვარხარ"


განიხილეთ ფრაზა :"დედიკო მიყვარხარ"
. რას ნიშნავს დედიკოს სიყვარული ?
. როგორ გამოხატავ ამას და როგორ ზრუნავ დედიკოზე?
აქტივობა სასურველია ჩატარდეს 3 მარტს-"დედის დღეს"
სთხოვეთ ბავშვებს დაამზადონ გულებით გაფორმებული მისალოცი ბარათები, რომელშივ ჩააკრავენ დედიკოების სურათებს. ბარათებისგან შევქმნათ ყვავილის ფორმის პოსტერი "დედიკო მიყვარხარ"

"კონვერტი გულით"



ბავშვებთან ერთად დაამზადეთ გახსნილი კონვერტის ფორმის პოსტერი დიდი გულით და ჯიბაკებით. შესთავაზეთ ბავშვებს დაწერონ წერილები, რომლებშიც სიყვარულს აუხსნიან ადამიანებს,ვისთვისაც დიდი ხანია აპირებდნენ ეთქვათ ,თუ როგორ უყვართ.
ეს წერილები მოათავსონ პოსტერის ჯიბაკებში.
შემდეგ პრეზენტაცია - წერილების განხილვა და პასუხი კითხვაზე- რატომ მიყვარს ეს პიროვნება?

ჩვენი შემოქმედება

სიყვარული სიყვარული elenkhachidze